კომაროვის მოსწავლეების რეკორდული რაოდენობა „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის" II ტურში!
- 21 დეკემბერი, 2016
დასრულდა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის I ტური, მასში მთელი საქართველოს მაშტაბით 28 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა! პირველი ტური კომპიუტერულად მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში ჩატარდა. მომდევნო ტურში გადავიდა რეიტინგული სიის სათავეში მყოფი 2165 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ შორის კომაროვის 64 მოსწავლე, რაც ერთი სკოლიდან გადასულ მოსწავლეებში რეკორდული რაოდენობაა საქართველოს მასშტაბით. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებას II ტურშიც.
დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა დაჯილდოვება, სადაც მაღალი შედეგების მაჩვენებელი II ტურში გადასული აღმოსავლეთ საქართველოს სკოლის მოსწავლეები (100) დააჯილდოვეს, მათ შორის ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე, ნინო ლაგვილავა და სანდრო გოსტამაშვილი
„სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ წელს მესამედ იმართება. მისი მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაა. პირველ წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 22000-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა, მომდევნო წელს ამ რიცხვმა 26000-ს გადააჭარბა. 2016-2017 წლებში კი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადიაში 28000-მდე მოსწავლე ჩაერთო.